14:19 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-25 15:17:38, 465 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: ოჩამჩირე-გალის მიმართულებით რკინიგზის მონაკვეთი ისეთივე მკვდარი იქნება, როგორიც სოხუმი-ოჩამჩირისაა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ოჩამჩირე-გალის მიმართულებით რკინიგზის მონაკვეთი ისეთივე მკვდარი იქნება, როგორიც სოხუმი-ოჩამჩირის მონაკვეთია.

როგორც ზაქარეიშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის საკითხის კომენტირებისას განაცხადა,  მიუხედავად იმისა, რომ სოხუმი-ოჩამჩირის  მონაკვეთი აღდგა, იქ არც ერთ მატარებელს არ გაუვლია.

"როგორი მონაკვეთიც არის სოხუმი–ოჩამჩირე, რომელიც თავის დროზე ვითომ აღდგა და არცერთ მატარებელს არ გაუვლია, როგორც ჩანს ახლა გაწმენდა მიმდინარეობს ოჩამჩირე–გალის მიმართულებით. არავითარი არსებითი სიახლე ამ მხრივ არ არის, გარდა იმისა, რომ წმენდენ ამ მონაკვეთს. თქვენ გინახავთ სადმე მფრინავი მატარებლები? როგორ გადმოვა ეს მატარებელი სამეგრელოში. ხიდი არ არის. აშკარად ჩანს, რომ ამ ტიპის არანაირი მუშაობა არ მიმდინარეობს. ეს ისეთივე მკვდარი მონაკვეთია, როგორიც სოხუმი-ოჩამჩირის მონაკვეთი", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics