14:18 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-24 14:37:42, 334 ნახვა

პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელმა ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრის გახსნის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა კრწანისის ეროვნული სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნის მოსამზადებელი სამუშაოები დაათვალიერა, რომელსაც 27 აგვისტოს ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ოფიციალურად გახსნის. 
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. 
როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, 27 აგვისტოს ნატო-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში ერთი მნიშვნელოვანი ფურცელი ჩაიწერება. 
„27 აგვისტოს, სწორედ, ამ ადგილას, ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის საძირკველი ჩაიყრება. კრწანისის სასწავლო ცენტრი გარკვეულწილად მზადყოფნაშია, რადგან შესაბამისი სწავლებები აქ პირველად არ ტარდება. თუმცა იმ მიზნებისთვის, რაც ამ ცენტრს აქვს, აქ ძალიან ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი“, - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
ხიდაშელის თქმით, შემდგომი თვეების განმავლობაში კიდევ რამდენიმე მსგავსი ღონისძიება იგეგმება, კერძოდ, SNGP და უელსის პაკეტით გათვალისწინებული სხვადასხვა ცენტრის გახსნა, რათა სწრაფად შესრულდეს უელსში აღებული ვალდებულებები.
თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტებთან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრი არ არის სამხედრო ბაზა. 
„ეს არის ნატოს სტანდარტებით მოქმედი სასწავლო ცენტრი, სადაც მოემზადებიან სამხედროები, იმისათვის, რომ უკეთესად იყვნენ მომზადებული ყველა იმ გამოწვევებთან შესახვედრად, რასაც დღეს თანამედროვე სამყარო სთავაზობს როგორც ქართულ ჯარს, ასევე, ჩვენს პარტნიორებს, რომლებიც, იმედი მაქვს, ამ სასწავლო ცენტრის მომხმარებლები იქნებიან“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

ამასთან, მინისტრის თქმით: გარკვეული განცხადებები, რომლებიც კრემლში იწერება, ვერ გააჩერებს ქართულ სახელმწიფოს მიზანმიმართულ სწრაფვას, სისტემურად იმოქმედოს იმ ამოცანების მისაღწევად, რაც ჩვემა ქვეყანამ დიდ ხნის წინ გადაწყვიტა. 
„ღრმად ვარ დარწმუნებული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა, რისი ხელშემწყობი ერთ-ერთი საფუძველიც ეს სასწავლო ცენტრიცაა, სასარგებლო იქნება არა მარტო ქართველებისთვის, არამედ მთლიანად ქართული სახელმწიფოსთვის, სადაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებიც მოიაზრება“.-დასძინა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics