14:18 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-24 11:03:26, 408 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა უკრაინელ კოლეგას უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს უკრაინის  დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„ თქვენო აღმატებულებავ ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მინდა გულითადად მოგილოცოთ ეროვნული დღესასწაული - უკრაინის დამოუკიდებლობის დღე. 

უკრაინელმა ხალხმა გრძელი გზა გაიარა მისი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დასაცავად. მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო არის და იქნება მოძმე უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი, განსაკუთრებით ახლა, როდესაც უკრაინას კვლავ უწევს სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ, ურყევ მეგობრობაზე დაფუძნებული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო განვითარდება ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ. 

თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ ჩემი ღრმა პატივისცემა  და გისურვოთ თქვენ და მოძმე უკრაინელ ხალხს მშვიდობა და კეთილდღეობა“,- აღნიშნულია  პრეზიდენტ მარგველაშვილის მისალოც წერილში.  

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics