08:45 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-25 14:05:38, 14728 ნახვა

Lifestyle
ექსპერტი:პრინცესა დაიანას ჰარის მახრჩობელა სასახლიდან წასვლა გაუხარდებოდა

პრინცესა დაიანა უინზორების სასახლეში საზოგადოებასთან ყველაზე ახლო მყოფი ფიგურა იყო, იგი ყველას უყვარდა-პოლიტიკოსებს, ხალხს, ყვითელ პრესასაც კი. 
სამეფო კარის ექსპერტი ლესლი კეროლი, რომელიც დიანას პირადად იცნობდა, გამოცემა Express-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც ამტკიცებს, რომ დაიანას მისი ვაჟის "მახრჩობელა" სასახლიდან წამოსვლა გაუხარდებოდა. 
ამ წლის დასაწყისში პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ უინზორების ტიტულზე უარის თქმის მზაობა გამოთქვეს. ახალგაზრდა წყვილი დღეს ლოს-ანჯელესში, შვილთან ერთად ცხოვრობს. ამ გადაწყვეტილებამ ბრიტანული საზოგადოება ორად გაყო-ზოგი ჰარის გადაწყვეტილებას აკრიტიკებდა , ზოგი კი პირიქით-აქეზებდა მას.
" მჯერა, რომ დაიანა ამ გადაწყვეტილებას მოიწონებდა. მას ამერიკა უყვარდა. მასზე კარგად არავინ იცის, თუ რამდენად მახრჩობელა შეიძლება იყოს სასახლის პროტოკოლი, ოჯახის იმ წევრტების მიმართ, ვინც ბრძანებებს არ ასრულებს",-თქვა ლესლი კეროლმა.
მწერალმა აგრეთვე აღნიშნა, რომ დიანას, ჰარის და მეგანს ერთი საერთო თვისება გააჩნიათ-საკუთარი გრძნობების დამალვის შეუძლებლობა. მისივე თქმით ეს თვისება სამეფო ოჯახის ბევრი წევრისთვის უცხოა.





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
ათობით დაჭრილი, კიევი, ხარკოვი, ოდესა და დნიპრო რუსი ოკუპანტების დაბომბვის ქვეშ მოექცნენ
ლენინგრადის გუბერნატორმა განაცხადა, რომ რეგიონი „ფრონტის ხაზად“ იქცა
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics