12:57 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-13 20:36:50, 361 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: თუ გაქვთ პრეტენზიები მაშინ კანონმდებლობაში ჩავიხედოთ

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი „კაბელების საქმეში“ ბრალდებულების სამსახურში აღდგენასთან დაკავშირებით განმარტებას კიდევ ერთხელ აკეთებს.

მისი თქმით, სამწუხაროა რომ ელემენტარული საკითხების მოყოლა უწევს. 

"ამ ადამიანებს შეჩერებული ქონდათ უფლებამოსილება "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესი"-ს მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის "ა" ქვე-პუნქტის შესაბამისად. 
ეს ქვე-პუნქტი ამბობს: სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძველია: "სისხლის სამართლის დევნისას მოსამსახურის მიმართ საპატიმრო ხასიათის აღკვეთის ღონისძიების შეფარდება". 
-- საპატიმრო ხასიათის ღონისძიებაზე უარი თქვა პროკურატურამ, სასამართლომ.
-- ანუ, ეს ნიშნავს რომ საფუძველი გაქრა
2. როგორ იქცევა ამ დროს აქტის გამომცემი უწყება?
ამბობს რომ საფუძველ გამოცლილი აქტი ბათილიაოოოო
3. კიდევ უფრო იურიდიულად თუ ვიტყვით, მე სამსახურში არავინ აღმიდგენია, მე ის აქტი გავაუქმე რომლითაც ამ ადამიანებს სამსახურებრივი უფლებამოსილება ქონდათ შეჩერებული. 
4. აბა ამან შედეგად რა გამოიწვია? -- მათი აღდგენა სამსახურში.

ნუ თუ მაინც გაქვთ პრეტენზიები მაშინ კანონმდებლობაში ჩავიხედოთ " - წერს თინა ხიდაშელი საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით ბრალდებულები თანამდებობებზე სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უნდა აღედგინათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics