12:58 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-12 18:26:02, 368 ნახვა

პოლიტიკა
საკრებულოს სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მირზაშაფის პროექტს განიხილავენ, სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

თავდაპირველად პროექტის სექტემბრამდე გადადება დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მოითხოვა. 

როგორც მან განმარტა, აუცილებელია ამ პროექტის დამტკიცებამდე საკითხის განხილვაში კვალიფიციური ადამიანები ჩაერთონ. 

სხდომაზე ასევე იმყოფება მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე, რომლის მტკიცებითაც, პროექტის განხილვა, სადაც ცვლილებები განხორციელდა, საჯაროდ ხდებოდა. 

საკრებულოს სხდომაზე მირზაშაფის კორექტირებული პროექტის დღის წესრიგიდან ამოღების საკითხს კენჭი უყარეს, თუმცა დეპუტატებმა ამას მხარი არ დაუჭირეს. 

აღნიშნულმა ელისაშვილის გაღიზიანება გამოიწვია. მასსა და ინვესტორ გიორგი სვანიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სხდომას ირაკლი კაკაბაძეც ესწრებოდა და ინვესტორს მანაც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. ამის შემდეგ მანდატურებმა მას სხდომა დაატოვებინეს. 

სხდომა პროტესტის ნიშნად ალეკო ელისაშვილმაც დატოვა. სხდომა ასევე პროტესტის ნიშნად „რესპუბლიკელებმა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დატოვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
საქართველოს ბანკი დედამიწის დღეს მწვანე ინიციატივებს აჯამებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics