2015-08-12 18:21:05, 339 ნახვა
პოლიტიკა
თინა ხიდაშელმა ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულები თანამდებობებზე აღადგინა
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ე.წ კაბელების საქმეზე ბრალდებული გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე, დავით წიფურია, გიზო ღლონტი და ნუგზარ კაიშაური თანამდებობებზე აღადგინა.
ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში განაცხადეს, დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებენ.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 სექტემბერს დააკავა. მათ ბრალად 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებოდათ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან