პრემიერ-მინისტრი სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურთა შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
ჩვენ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ უფრო გავაძლიეროთ არა მარტო სუამ-ი, არამედ ჩვენი ქვეყნებიც, ჩვენ მკაფიოდ უნდა ვაცნობიერებდეთ, რას გვინდა მივაღწიოთ ერთობლივად, მოცემული ფორმატის დახმარებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა მთავრობების მეთაურთა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.