სახაზინო ადვოკატი: ჩვენი საქმიდან აცილება მოვითხოვეთ, თუმცა დეკანოზმა ჩათვალა, რომ საქმეში უნდა დავრჩენილიყავით
მამა გიორგი მამალაძისთვის სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის განცხადებით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე მათ დააყენეს საკუთარი თავის აცილების შუამდგომლობა, ვინაიდან მიიჩნევდნენ, რომ ბრალდებულს ჰყავდა ადვოკატები შეთანხმებით და მათი საქმეში მონაწილეობა სავალდებულო აღარ იყო.