კობახიძე: გამოწვევების მიუხედავად, მჯერა, ჩვენი ხალხის ოცნება, ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ახდება
„ევროკავშირის დამსახურებაა ევროპაში უპრეცედენტოდ ხანგრძლივი მშვიდობის, სტაბილურობის, უსაფრთხოების, განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა. ამ მიღწევას განსაკუთრებული გაფრთხილება ესაჭიროება“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, რიგით მე-14 საერთაშორისო კონფერენციის „საქართველოს ევროპული გზა - რეგიონული სტაბილურობის უზრუნველყოფა“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.