მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ილია ვეკუას 109-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიაში გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწის, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, ეროვნული აკადემიის ყოფილი პრეზიდენტის, მსოფლიოს მრავალი სამეცნიერო აკადემიის მიერ აღიარებული მეცნიერის ილია ვეკუას დაბადებიდან 109-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო „შეშელეთიდან მთაწმინდამდე“ გაიმართა.