საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრზე, მდინარე ლიახვზე არსებულ ხიდზე (მარცხენა მიმართულება) სადეფორმაციო ნაკერის ლითონის კონსტრუქცია დაზიანდა.
N15 პენიტენციურ დაწესებულებაში საპატრიარქოსთან არსებული ფონდის „გაამწვანე საქართველოს“ მხარდაჭერით, გამწვანების აქცია გაიმართა.
მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე „თავისუფალი დემოკრატების“ საპროტესტო აქციას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შეუერთდნენ.
შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) წარმომადგენლებმა უკრაინიდან, მოლდოვეთიდან და შვედეთიდან გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრი მოინახულეს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" მედიაციის სახლის ბენეფიციარები მუზეუმებს ესტუმრნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს ილია II-ს შეხვდა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა.
დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, საქართველოს საერთაშორისო სკოლა „ახალი სკოლის“ მოსწავლეებთან ერთად, თბილისის ზღვაზე, ე.წ. „ოლიმპიურ სოფელში“ ახალაშენებულ კორპუსში მცხოვრები დევნილი ოჯახები მოინახულა.
მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის გამოსაშვები გამოცდები დღეს დაიწყება.
თავდაცვის მინისტრის მოადგელე ანა დოლიძე, თსუ-ში გამართულ ყოველწლიურ, რიგით მესამე (სისხლის სამართლის საერთაშორისო სამართალი და მისი წყაროები), კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ორგანიზებით და ლაგოდეხის რაიონის სოფელ განჯალის საჯარო სკოლის ხელშეწყობით ლაგოდეხის რაიონის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების მოსწავლეთა შორის „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა“ ჩატარდა.
20 მაისი დიდგორობაა. ყოველწლიურად, ამ დღეს ადგილობრივი მოსახლეობა ტრადიციულად დოღს აწყობს.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ირაკლი ხელაძე კონფერენციას - „სოციალური მეწარმეობა საქართველოში“ - დაესწრო. ღონისძიებაზე „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარების დასაქმების მიზნით შექმნილი სოციალური საწარმოს - „შეცვალე სცენარის“ - შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, საერთაშორისო გამოფენის „კასპიან აგრო 2016“ გახსნაში მონაწილეობა მიიღო.
იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი - „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" 21-22 მაისის ვიქტორინით დასრულდება.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ლატვიის იუსტიციის მინისტრს დზინტარ რასნაჩს შეხვდა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More