სოფლის განვითარების სტრატეგიის შესახებ საჯარო კონსულტაციების გამართვის მიზნით, გაფართოებული შეხვედრა ქუთაისის შემდეგ თბილისში გაიმართა. შეხვედრის მთავარ თემას სოფლის განვითარების პოლიტიკის გარდა, ადგილობრივი ეკონომიკის გამოწვევების და საქართველოს სოფლის მოსახლეობის საჭიროებების განხილვა წარმოადგენდა.