ტარიელ ხეჩიკაშვილი და გრიგოლ ლილუაშვილი ხონში, ვეტერან და ახალგაზრდა სპორტსმენებს შეხვდნენ
სასპორტო სკოლებში არსებული პრობლემების უკეთ გაცნობისა და მოგვარების მიზნით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ხონში ვეტერან და ახალგაზრდა სპორტსმენებს, „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გრიგოლ ლილუაშვილის შუამდგომლობით შეხვდა.