„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები ვარდების მოედნიდან მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან.
„8 ოქტომბერს გადამწყვეტი ბრძოლა იქნება, 4 წელი საკმარისია, მათ ქვეყნის მართვა არ შეუძლიათ“,- ამის შესახებ ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა.
„ზუსტად სამ დღეში, „დიდი ქოციანობა“ დასრულდება“, - ასე მიმართა ექს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებს.
ვარდების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო აქცია დაიწყო.
ვარდების მოედანზე დამონტაჟებულ მონიტორზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია იმართება, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ვიდეო რგოლი გადის.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, აქციის დაწყება დაგვიანდა რადგან მათი აქტივისტების ნაწილმა აქციაზე მისვლა ვერ მოახერხა.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეულ წარმატებას ულოცავს.
ვარდების მოედანზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ ასობით აქტივისტია შეკრებილი.
„ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ნაბიჯია პროცედურის დასრულებამდე“,-ამის შესახებ მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More