ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 12:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობა გამოაქვეყნა.
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, აჭარაში საკუთარი არჩევანი ამომრჩეველთა 12.54%-მა (38 713) დააფიქსირა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯოდმარე ზურაბ პატარაძემ საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. მან ხმა ქობულეთში, 71-ე ოლქის მე-4 უბანზე მისცა.
არასამთავრობო ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” მეორე ტურის კენჭისყრის პროცედურებს ზუგდიდსა და გორში აკვირდებიან.
ხმა მივეცი საქართველოს სწორ მომავალს, - ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განუცხადა.
ცენტრალური საარჩევნო კომისია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოთო კახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ისნის 66-ე და 49-ე საარჩევნო უბნებზე პიროვნება ყალბი სააკრედიტაციო მოწმობით შესვლას ცდილობდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისის მაჟორიტარული ოლქის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე რეგისტრატორის ზედმეტი ბეჭედი აღმოჩნდა:
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე საჩივარი დაიწერა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხმის მიცემის პროცესი ყველა საარჩევნო უბანზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ზუგდიდის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 57-ე უბანზე საქმიანობის განსახორციელებლად, კომისიის ყოფილი წევრი პარტიიდან „უსუფაშვილი -რესპუბლიკელები“ მივიდა და წილისყრაში მიიღო მონაწილეობა:
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გორის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის 49-ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველს რეგისტრატორის მაგიდასთან ხმის მიცემის განხორციელების მცდელობა ჰქონდა:
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More