|
2020-03-27 18:07:14, 1452 ნახვა
საზოგადოება
კახეთის გზატკეცილზე საგზაო მონიშვნების დახაზვა იწყება
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ხვალიდან, კახეთის გზატკეცილზე საგზაო მონიშვნების დახაზვას იწყებს. გზის 20-კილომეტრიან მონაკვეთზე ავტომობილების სამოძრაო ზოლები, ქვეითთა ორფეროვანი გადასასვლელები და სხვა საგზაო მონიშვნები დაიხაზება. საგზაო მონიშვნები მაღალი ხარისხის თერმო და ცივი პლასტის საღებავით შესრულდება. იგი ასფალტზე სულ მცირე სამი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ახალი საგზაო მონიშვნები ქვეითთათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას ითვალისწინებს. სამუშაოებს, რომელიც დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში იწარმოებს, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ჩაატარებენ. ადგილზე მობილიზებული იქნება სპეციალური ტექნიკაც. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი შეუფერხებლად, დადგენილი სქემის მიხედვით შეძლებს გადაადგილებას.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)