19:02 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 13:45:11, 5064 ნახვა

ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია - 1000 სწრაფი ტესტის ხარისხი, რომელიც ჩინეთისგან საჩუქრად მივიღეთ, გარანტირებულია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, 1000 სწრაფი ტესტის ხარისხი, რომელიც ჩინეთისგან საჩუქრად მივიღეთ, გარანტირებულია.

მისივე თქმით, ეს არ არის ის კომპანია, რომელთანაც ტესტების შესყიდვასთან დაკავშირებით შეთანხმება არსებობდა.

„ტესტებთან დაკავშირებით ინტერესი მაღალია და ჯანდაცვის სამინისტროს თავიდანვე ჰქონდა ისეთი მიდგომა, რომ ყველა ტესტი, რომელიც იქნება გამოყენებული შემოწმდეს ხარისხის ნაწილში და სწორედ ამიტომ არის მობილიზებული სრულად ლუგარის ლაბორატიის კონფერმაციული ტესტირების მექანიზმი, რათა ჩვენ გვქონდეს სრული გარანტია იმ პასუხებზე, რომლებსაც ვიღებთ. რაც შეეხება 1000 ტესტს, რომელიც ჩვენ ჩინეთის მთავრობისგან საჩუქრად მივიღეთ, ეს არის PCR ტესტი. ამ ტესტების ხარისხი გარანტირებულია. ეს არის სხვა კომპანია და არ არის ის კომპანია, რომელთანაც უკვე გვქონდა შეთანხმება ტესტების შესყიდვასთან დაკავშირებით. საჩუქარი მივიღეთ და მისი გამოყენება ხდება აქტიურად, მაღალი სიზუსტით, რადგან ლუგარის ლაბორატორიას აქვს ის მექანიზმი, რომ დაადასტუროს თითოეული ტესტის სიზუსტის პასუხი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics