|
2020-03-27 12:44:36, 1959 ნახვა
სამართალი
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა იუსტიციის სამინისტროს სისტემის მხრიდან ჩანაწერების პარლამენტში გასაჯაროება კანონიერად ცნო
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი კანონიერად მიიჩნევს იმ ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროებას, რომლებზეც საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომელთა საპატიმროში ვიზიტი იყო ასახული. საქმე ეხება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 21 იანვრის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის მიერ ომბუდსმენის ანგარიშის საპასუხოდ წარდგენილ ვიდეომასალას. სახელმწიფო ინსპექტორი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს, როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ზედამხედველ უწყებას, და იუსტიციის მინისტრს, როგორც საქართველოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ პირს, სრული უფლება ჰქონდათ, დაეცვათ პენიტენციური სამსახურის რეპუტაცია, დაესაბუთებინათ ომბუდსმენის სპეციალურ ანგარიშში მითითებული გარემოებების უსაფუძვლობა და წარედგინათ საზოგადოებისათვის საკუთარი არგუმენტები და მტკიცებულებები. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის განმარტებით, პენიტენციური სისტემის კანონის ფარგლებში ფუნქციონირება წარმოადგენს საჯარო ინტერესს. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია მისი გამჭვირვალობა და საზოგადოებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება, რაც იყო კიდეც აღნიშნული ვიდეომასალის გასაჯაროების მიზანი. სახელმწიფო ინსპექტორის დასკვნის თანახმად, იმ ვითარებაში, როდესაც საკომიტეტო მოსმენა იყო საჯარო, გადაიცემოდა პირდაპირი ტრანსლაციით და მასზე განიხილებოდა სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამოვლენილ ხარვეზებზე, „ცხადია, სამინისტროს, როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის ზედამხედველ უწყებას, და მინისტრს, როგორც... პარლამენტის წინაშე ვალდებულ პირს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, ისევე როგორც მასში დასაქმებული პირების ინტერესების დაცვისა და სპეციალურ ანგარიშში მითითებული გარემოებების უსაფუძვლობის დადასტურების მიზნით ჰქონდათ საზოგადოებისათვის საპასუხო არგუმენტებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის უფლება". იუსტიციის მინისტრის მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში სახალხო დამცველის მონიტორთან შეხვედრისას გადაღებული ვიდეოკამერის ჩანაწერის გასაჯაროების კანონიერების შესწავლის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიმართა. არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვდა, შესწავლილი ყოფილიყო პენიტენციური სამსახურის მხრიდან მასალის გადაღებისა და შენახვის, ხოლო იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულების მხრიდან – ჩანაწერების გასაჯაროების კანონიერება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა ვოდეომასალის ჩაწერა-შენახვაც კანონიერად მიიჩნია. სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება იხილეთ რელიზში: https://www.justice.gov.ge/News/Detail?newsId=8096
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ივანიშვილის ყოფილ პრესმდივანს, გიორგი უძილაურს პატიმრობა შეეფარდა
პაატა ბურჭულაძის დასკვნითი სიტყვა სასამართლოზე: ჩემს ადგილს ვხედავ ან რუსთაველზე, ან ციხეში
ფაშინიანი ამბობს, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე არ ჩავა
კალაძეს ჰგონია, რომ რეჟიმს მოქალაქეებზე ძალადობას აბრალებენ, თავად კი ძალადობას გმობენ
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)