10:37 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-27 12:01:16, 3355 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიო ბანკი საქართველოს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებაში დაეხმარება

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოში „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელებას ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის მნიშვნელოვან სფეროებში. ის ასევე, დაეხმარება ქვეყანას შეამსუბუქოს COVID-19 პანდემიის ეკონომიკური გავლენა.

პროექტის ამოცანა იმ რეფორმების ხელშეწყობაა, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნის, ეკონომიკური ინკლუზიურობის ზრდისა და მედეგობის შენარჩუნებისკენაა მიმართული. კერძოდ, ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფო რესურსების გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესებაზე; კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე; უფრო კონკურენტული ბაზრების ხელშეწყობაზე; ფინანსური სექტორის დივერსიფიკაციაზე; მასწავლებლის მუშაობისა და ანაზღაურების გაუმჯობესებაზე; და ინვესტიციების ხელშეწყობის გაძლიერებაზე.

„ეს პროექტი ხელს უწყობს ქვეყნის გადაწყვეტილებას შეინარჩუნოს სტაბილური მაკრო-ფისკალური გარემო და განახორციელოს სტრუქტურული რეფორმები“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სებასტიან მოლინეუსმა. „ეკონომიკური მართვის გაუმჯობესება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება კი დაეხმარება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესაბასა  და ასევე, COVID-19- ის პანდემიის დასრულების შემდეგ  ეკონომიკის სწრაფ აღდგენაში“ .

„განვითარების პოლიტიკის ღონისძიებები“ შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის  სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2020 წლის სტრატეგიასთან და ასევე, მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2019-2022 წლების ჩარჩო დოკუმენტთან.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics