17:10 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-26 12:44:03, 1884 ნახვა

რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძემ თანამშრომლებთან ონლაინ თათბირი გამართა

#StopCov #დარჩისახლში შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ სამსახურის უფროსებთან და ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ონლაინ თათბირი გამართა. 

თათბირის ძირითად თემას მიმდინარე პერიოდში შესრულებული სამუშაოები და კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშ ირებული საკითხები წარმოადგენდა.

ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, შრომის დისტანციურ მუშაობას მერიის გამართულ საქმიანობაზე ხელი არ შეუშლია. მუნიციპალიტეტში არ შეჩერებულა სოციალური და ჯანდაცვის კუთხით მომსახურება, გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. მხოლოდ შეიზღუდა მუდმივმოქმედი კომისიების სხდომები, რომლებსაც მოქალაქეები ესწრებიან. 

რაც შეეხება თანამშრომლებს საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში მთავრობის დადგენილებით, მუშაობენ სამსახურებში მორიგეობით ან სახლის პირობებში. საჭიროების შემთხვევაში მზადყოფნაში არიან უწყების მოთხოვნისთანავე გამოცხადდნენ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით შუახევში მნიშვნელოვანი სადეზიმფექციო სამუშაობი ჩატარდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად დეზინფექცია ჩაუტარდა თვითმმართველობის და ორგანიზაციების შენობებს, ბაგა-ბაღებს, საჯარო სკოლებს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სადარბაზოებს და ეზოში არსებულ ფანჩატურებს, მემორიალებს, მოსაცდელებს, ტრანსპორტს, კვების ობიექტებს და ა.შ. 

მიმდინარეობს მოსახლეობაში საინფორმაციო შეხვედრები, ტარდება საქველმოქმედო აქვიები, შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფები, ხშირადმოხმარებადი მედიკამენტები გადაეცემა რისკ ჯგუფში შემავალ მოქალაქეებს. 

ონლაინ თათბირს მუშაობაში მონაწილეობდნენ შუახევის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილეები ომარ ტაკიძე და რუსუდან შავაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics