|
2015-08-08 09:41:51, 554 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ძალიან მძიმე და მოუშუშებელია იარა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომმა დაგვიტოვა
ჩვენთვის ძალიან მძიმე და მოუშუშებელია იარა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომმა დაგვიტოვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. მთავრობის მეთაურმა ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 7 წლის თავზე, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დანაკარგი უმძიმესია, ხოლო მსხვერპლი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა გაიღეს - დასაფასებელი. „ჩვენ დავკარგეთ ჩვენი გმირი ჯარისკაცები, პოლიციელები, პატრიოტი მეომრები, რომლებიც ომში გმირულად დაეცნენ. ქედს ვიხრი მათი სულისა და ოჯახების წინაშე. დღეს ვნახე მათი ოჯახის წევრები, შვილები, დედები, მეუღლეები. მინდა, მათ კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო და ვუთხრა, რომ სახელმწიფო მათ გვერდით დგას. რა თქმა უნდა, შედეგები ძალიან მძიმეა - ათასობით ახალი დევნილი, დამატებით დაკარგული 100-ზე მეტი სოფელი, ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია, რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების აღიარება. დღეს, რა თქმა უნდა, ოკუპაცია გრძელდება. ჩვენი მთავრობა გონივრული პოლიტიკით ცდილობს, ეს პროცესი შეაჩეროს“, - განაცხადა პრემიერმა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და საქართველოს მთავრობის სურვილია, ქვეყანა იყოს სტაბილურობისა და დემოკრატიის გარანტი. პრემიერი მიიჩნევს, რომ დაკარგული ტერიტორიების შემოერთება და აფხაზ და ოს ძმებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება კონსტრუქციული მოლაპარაკებებისა და ნდობის აღდგენის გარეშე შეუძლებელია. „რუსეთთან უნდა გავაგრძელოთ გონივრული პოლიტიკა, მაგრამ ვიქნებით მტკიცე და პრინციპულები, რადგან ეს არის ჩვენი წინაპრების მიერ დატოვებული ტერიტორია და ქართველი ხალხი არასოდეს შეეგუება, იცხოვროს აფხაზების და ოსების გარეშე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)