09:22 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 15:03:02, 1463 ნახვა

კომენტარი
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, იუსტიციის სახლის 7 ფილიალსა და 20 საზოგადოებრივ ცენტრებში სამუშაო პროცესი დროებით შეჩერებულია

იუსტიციის სახლის გურჯაანის, ახალქალაქის, ყაზბეგის, ბათუმისა და რუსთავის ფილიალში სამუშაო პროცესი დროებით შეჩერებულია.

 ასევე დროებით არ იმუშავებს შაშიანის, კაჭრეთის, უდაბნოს, სართიჭალის, მარტყოფის, იორმუღანლოს, კაბალის, ყაჩაღანის, ფოკას, ჩაქვის, ვალეს, ბარალეთის, კუმურდოს, წალკას, აწყურის, დმანისის, ადიგენის, სადახლოსა და კაზრეთის საზოგადოებრივი ცენტრებიც.

რაც შეეხება გლდანის საზოგადოებრივ ცენტრს, მან მუშობა მიმდინარე წლის 16 მარტიდან შეწყვიტა. ასევე ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 23 მარტს გამოცხადებული კარანტინის შემდეგ, იუსტიციის სახლის მარნეულისა და ბოლნისის ფილიალებში, ასევე ამავე მუნიციპალიტეტებში მდებარე ყველა საზოგადოებრივმა ცენტრმა სამუშაო პროცესი შეწყვიტა.

იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრების აღნიშნული ფილიალების დაკეტვის გადაწყვეტილება, სერვისის მისაღებად მისული თვითიზოლაციის დამრღვევი პირების ვიზიტების გახშირებული ფაქტებითაა განპირობებული. იუსტიციის სახლი მკაცრად იცავს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, უფრთხილდება როგორც მომხმარებლის, ასევე თანამშრომლების ჯანმრთელობას, შესაბამისად სამუშაო პროცესის შეჩერებასთან ერთად, აღნიშნულ ფილიალებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

იუსტიციის სახლი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, ნუ დაარღვევენ თვითიზოლაციის წესებს, და ნუ გამოცხადდებიან იუსტიციის სახლებსა თუ საზოგადოებრივ ცენტრებში, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ პირებს, რომლებიც საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, დაექვემდებარნენ სავალდებულო თვითიზოლაციას, მაგრამ მიუხედავად ამისა, თვითნებურად არღვევენ მათთვის დადგენილ რეჟიმს იუსტიციის სახლი არ მოემსახურება.

გარდა იმისა, რომ ისინი ვერ შეძლებენ მომსახურების მიღებას, ამასთან იუსტიციის სახლი რეაგირებისთვის დაუყოვნებლივ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, რის შემდეგაც მოხდება დამრღვევი პირის საკარანტინო ზონაში იძულებითი მოთავსება.

 

https://wetransfer.com/downloads/ce15e05e428d73f903ab67e4fddcc56120200324082135/a4042d?fbclid=IwAR2Y5b9tgIppRioM8g1YIjjWane6Ml0lSCBeyeerrMeuvSD8-qornnRMEnk





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics