12:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-24 14:42:11, 2204 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაშვებული იქნება ისეთი საწარმოების საქმიანობა, რომლებიც არ საჭიროებენ დახურულ სივრცეში მუშაობას

„საკოორდინაციო საბჭოზე  დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად მკაცრი კარანტინისა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში დაშვებული იყოს ისეთი საწარმოების  ფუნქციონირება, რომლებიც არ საჭიროებენ დახურულ საწარმოში მუშაობას - ამის შესახებ ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ასეთ წარმოებებს წარმოადგენენ, კარიერების წარმოება, ქვიშა-ხრეში მოპოვება, საშენი მასალების მოპოვება, რომელიც ღია სივრცეში ხორციელდება და სხვა მსგავსი სამუშაოები,  რომლებიც ღია სივრცეში ხორციელდება. ამ სახის საქმიანობების გარკვეული კონკრეტული სია გამოქვეყნდება უახლოეს საათებში.

როგორც მინისტრმა განმარტა, უახლოეს დღეებში სხვადასხვა დარგის საწარმოებს და ბიზნესასოციაციებს მთავრობა ასევე მიაწვდის დარგობრივ გაიდლაინებს. 

„ბევრი შეკითხვა შემოდის საწარმოებიდან და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ წარმოებები აგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, უბრალოდ მოვითხოვთ მენეჯერებისგან, რომ ორგანიზება გაუწიონ თავისი პერსონალის დაცვას და შეასრულონ უსაფრთხოებისთვის დადგენილი წესები", - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics