|
2020-03-24 13:25:05, 1661 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ჩიქოვანი - 10-ზე მეტი პირი დასაშვებია საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და იმ დაწესებულებებში, რომლებსაც საქმიანობა არ შეჩერებიათ
პრემიერ-მინისტრის მრჩეველის საერთაშორისო საკითხებში, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, 10-ზე მეტი პირი დასაშვებია საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და იმ დაწესებულებებში, რომლებსაც საქმიანობა არ შეჩერებიათ. მისივე თქმით, თავშეყრის შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას. „10-ზე მეტი პირის დაშვება დასაშვებია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო. 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია სამედიცინო დაწესებულებებში, საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში. თავშეყრის შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას. საქმიანობის შეჩერა არ ეხება სურსათის, ცხოველის საკვების, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდების და აგროქიმიკატების სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციას. ასევე, ელექტრო კომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებას. ასევე, სამედიცინო დანიშნულების საქონლის და ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაციას. საცალო საქონლისა და პროდუქტის საცალო და საბითუმო მიწოდება და რეალიზაცია, საცალო მიწოდება და რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ხოლო საბითუმო რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით ან ადგილიდან გატანით მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების ან წვდომის გარეშე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)