|
2015-08-07 17:11:40, 460 ნახვა
პოლიტიკა
კახა კახიშვილი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, იანოშ ჰერმანს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ელჩმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, აღნიშნა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა ძალიან აფასებს იმ გამოცდილებას, რომელიც კახა კახიშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გააჩნია და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე, მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმაზე, ერთობლივად განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. კახა კახიშვილმა ელჩს პენიტენციური სისტემის რეფორმირების პროცესში აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირი კვლავაც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს აღნიშნული რეფორმის წარმატებით განხორციელებისა და შესაბამისად, სისტემის გაჯანსაღების პროცესში. „ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ბატონ ელჩთან. თქვენ მოგეხსენებათ, რამდენად სერიოზული თანამშრომლობა გვაკავშირებს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან. მე უშუალოდ ვიყავი ჩართული იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. თუმცა, მინისტრის რანგში ეს პირველი შეხვედრა იყო და ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაორმაგებთ, გავასამმაგებთ შეხვედრების ციკლს, როგორც თავად ელჩთან, ასევე აპარატთან, რათა მაქსიმალურად ეფექტურად გავაგრძელოთ იმ რეფორმის გზა, რომელიც ჩვენ სისტემაში დავიწყეთ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა. თავის მხრივ, იანოშ ჰერმანი მინისტრის სამომავლო გეგმებით დაინტერესდა და კიდევ უფრო აქტიური და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. “ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა აქ ყოფნა და ბატონი მინისტრისთვის ახალი თანამდებობის მილოცვა. რა თქმა უნდა, ჩვენ ადრეც შევხვედრივართ ერთმანეთს, როდესაც მას სხვა პოზიცია ეკავა, თუმცა მასთან, როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრთან, ევროკავშირისა და სამინისტროს სამომავლო თანამშრომლობის გეგმების განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა ამ სფეროში. ევროკავშირის დელეგაცია აფასებს სამინისტროსთან თანამშრომლობას. ბევრი საინტერესო პროექტი მიმიდინარეობს, თუმცა, ვგეგმავთ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეულ იქნა პროგრესი, აქედან გამომდინარე ჩვენ სამომავლო თანამშრომლობის ძალიან კარგი პერსპექტივა გვაქვს“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)