|
2015-08-07 15:24:57, 832 ნახვა
ეკონომიკა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანი გახდა
ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანებს წარმატებული ქართველი ჩოგბურთელი, საქართველოს საჩოგბურთო ნაკრების წევრი, ნიკოლოზ ბასილაშვილი შეემატა. ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში, ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ პრესას ლიბერთი ბანკის ბრენდის ახალი დესპანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი წარუდგინა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ აღნიშნა, ბანკი ხელს შეუწყობს სპორტის და ხელოვნების წარმომადგენლებს პროფესიული წარმატების მიღწევაში. „ლიბერთი ბანკი სპორტის და ხელოვნების წარმომადგენლებს აქტიურად შეუწყობს ხელს, რომ ამ ადამიანებმა უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ. დღეს კი წარმოგიდგენთ ჩვენს რიგით მესამე დესპანს, ცნობილ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს. მან ბოლო პერიოდში მთელი საქართველო გაახარა თავისი წარმატებით ვიმბლდონის მერვე ფინალში გასვლით. ლიბერთი ბანკი ხელს შეუწყობს ნიკოლზ ბასილაშვილს პროფესიულ მოღვაწეობაში“,-განაცხადა გიორგი არველაძემ. ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი 1992 წელს თბილისში დაიბადა. 2009 წელს დაამთავრა კალიფორნიის შტატის ქალაქ საკრამენტოს „გრენაითბეის“სკოლა. ჩოგბურთის თამაში 5 წლის ასაკში დაიწყო. 12 წლისა აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და იქ განაგრძო ვარჯიში. იყო საქართველოს ჩემპიონი 12-14-წლიანებში. არის ამერიკაში ორინჯბოლის ორი ტურნირის ნახევარფინალისტი. 16 წლის ATF-ის ჭაბუკთა მსოფლიოს რეიტინგში 59-ე ჩოგანი გახდა. 2009 წლიდან პროფესიონალებში გადაინაცვლა. 2010 წელს სოჭის ვაჟთა 10,000-იანი ტურნირი მოიგო. 2012 წელს ექვსი ტურნირი (ყაზანში, მოსკოვში, ერევანში, თბილისსა და 2 ანტალიაში) მოიგო, ორჯერ ფინალში ითამაშა. ნიკოლოზმა ახლახანს მიიღო მონაწილეობა ვილმბდონის ჩემპიონატში, სადაც წარმატებით იასპარეზა და მერვედ ფინალში გავიდა. 26 ივლისს ნიკოლოზმა ჰოლანდიაში “ჩელენჯერის” ტურნირი მოიგო და ის ახლა მსოფლიოს 90 -ე ჩოგანია. ლიბერთი ბანკის მუდმივად ზრუნავს პერსპექტიულ ქარველ ახალგაზრდებზე, რომლებიც სპორტის ხელოვნების, განათლების და სხვა დარგებში მოღვაწეობენ, ხელს უწყობს მათ პროფესიულ წინსვლას და განვითარებას. ლიბერთი ბანკის ბრენდის დესპანები სწორედ ეს ახალგაზრდები არიან, რომლებიც წარმატებებს ლიბერთი ბანკთან ერთად აღწევენ.
(R)
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)