12:32 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-21 15:53:55, 1148 ნახვა

საზოგადოება
ზალკალიანი - იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებთან ერთად მათთვის აქტუალურ კითხვებზე ინფორმაცია მიეწოდათ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებთან ერთად მათთვის აქტუალურ კითხვებზე ინფორმაცია მიეწოდათ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მსგავსი სახის დახმარება ბევრ ევროპულ ქვეყანაში შეუძლებელია.

„იტალიაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებთან ერთად მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს, როდესაც ჩვენი მოქალაქეებისთვის რომლებიც აღმოჩნდნენ მძიმე მდგომარეობაში, ჩვენ ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ მათ გამომდინარე იქიდან, რომ ბევრ ევროპულ ქვეყანაში მათ არ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ადგილობრივი სამედიცინო მომსახურების ცენტრებიდან მიიღონ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც მათთვის აქტუალურია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics