02:08 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-07 13:07:52, 343 ნახვა

პოლიტიკა
მღებრიშვილი: თუკი ვინმე გასაშვები იყო, ბატონმა ვახტანგმა ამაზე უკვე იზრუნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, უწყებაში საკადრო ცვლილებები იგეგმება, თუმცა, სამსახურს არავინ დაკარგავს. 

მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებიც უწყებიდან გასაშვები იყვნენ, ვახტანგ გომელაურმა დაითხოვა. 

რაც შეეხება მოადგილეების შერჩევის კრიტერიუმებს, როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, ისინი თავისი პროფესიონალიზმიდან გამომდინარე დაინიშნენ, პირველი მოადგილის ვინაობა კი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„კრიტერიუმები მხოლოდ და მხოლოდ ერთია, ეს არის პროფესიონალიზმი, თავისი საქმისადმი ერთგულება და ქვეყნის სიყვარული. ჯერჯერობით პირველი მოადგილის ადგილი ვაკანტურია, მის ვინაობას უახლოეს დღეებში გაიგებთ. საკადრო ცვლილებებს რაც შეეხება, მოხდება გარკვეული გადაადგილებები, მაგრამ მინდა დავაზუსტო, რომ სამსახურიდან არავის დათხოვნას არ ვაპირებ. ჩემი წინამორბედი ბატონი ვახტანგი ჩემი მეგობარია, ერთი გუნდის წევრები ვართ, ერთნაირად ვაფასებთ მოვლენებს, ერთი ხედვა გვაქვს და მგონი რადიკალურად არ განსხვავდება. თუკი ვინმე გასაშვები იყო, ბატონმა ვახტანგმა ამაზე უკვე იზრუნა“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics