|
2020-03-20 12:17:48, 3072 ნახვა
ომი უკრაინაში
კორონავირუსის აღმოფხვრაში გუნება-განწყობას მნიშვნელოვანი როლი აქვს
პირველი საუნივერსიტეტი კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებტან მარსელის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ შემუშავებულ მეთოდს იყენებენ. მისივე თქმით, აღნიშნული მეთოდი ეფექტურად მუშაობს. როგორც პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ყვება, აღნიშნული მკურნალობის მეთოდი გულისხმობს, მხოლოდ და მხოლოდ, ორი პრეპარატით მკურნალობას. "მარსელის ეფექტი შეიმუშავეს პროტოკოლიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს, მხოლოდ და მხოლოდ, ორი პრეპარატის მიღებას, ამ ორი პრეპარატის მიღების შედეგად და მათი კვლევის ჩატარების შედეგად დადგინა, რომ 95% შემთხვევაში მიიღეს კორონავირუსისგან სრული გამოჯანმრთელება". მარსელის საუნივერსიტეტო კლინიკამ, რატიანის თქმით, ჩაატარა კვლევა. მათ ინფიცირებულები ორ ნაწილად დაყვეს: ინფიცირებულები, რომლებიც არიან დეპრესიაში და არადეპრესიული ინფიცრებულები. მისივე თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ კარგი გუნება-განწყობის მქონდე პაციენტებში განკურნების პერიოდი 12-დან 15 დღემდე განისაზღვრა. "მარსელის ეფექტი შეიმუშავეს პროტოკოლიდან გამომდინარე, რომელიც გულისხმობს, მხოლოდ და ხოლოდ, ორი პრეპარატის მიღებას და ამ ორი პრეპარატის მიღების შედეგად, მათი კვლევის ჩატარების შედეგად 95% შემთხვევაში მიიღეს სრული გამოჯანმრთელება. მოკლე დროის პერიოდში , განისაზღვრება 10-დან 15-მდე ელმინაცია ვირუსისი. ამ უნივერსიტეტმა დადო შედეგი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ემოციას. დასნეულებულ პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარეს ცდა, დაყვეს ორ ჯგუფად, დეპრესიით მიმდინარე კორონავირუსით ინფიცირებული და არადეპრესიით მიმდინარე კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები და შეამოწმეს მელატონინის კონცენტრაცია. აღმოჩნდა პაციენტები, რომლებსაც გააჩნიათ კარგი გუნება-განწყობა და ბრძოლის უნარი, 12-დან 15 დღეში მოხდა ვირუსის ელმინაცია", - განაცხადა ლევან რატიანმა. რატიანი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ "თუ მოხდა ინფიცირება, არ უნდა მივეცეთ დეპრესიას. უნდა ვიბრძოლოთ, უნდა ვიყოთ კარგ ხასიათზე, რომ ეს ყველაფერი გადავლახეთ". მისივე თქმით, დღეს მარსელის საუნივერსიტეტო კლინიკის მკურნალობის სტანდარტს საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე წარადგენენ.
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
Axios: ვიტკოფი და კუშნერი ირანთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ბირთვული ექსპერტებს ჩართავენ
ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამკაცრების პირობა დადო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)