13:26 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-20 10:22:49, 1093 ნახვა

საზოგადოება
დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება

საპატრიარქოში დღეს სინოდის სხდომა გაიმართება, სადაც კორონავირუსის საკითხზე იმსჯელებენ.

დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, სადაც ქვეყანაში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კორონავირუსის ეპიდემიის გამო ზიარების პრაქტიკასთან და საერთოდ ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა სასულიერო პირებს შორისაც დაფიქსირდა.

„ყველას ვთხოვთ, თავი შეიკავონ პირადი მოსაზრებებისაგან და დაელოდონ საქართველოს ეკლესიის წმ.სინოდის სხდომას“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

წმინდა სინოდის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics