13:28 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-19 15:33:57, 1337 ნახვა

კომენტარი
ტიკარაძე აგრესიულ ტესტირებაზე - ბევრი მომწოდებელი იმყოფება ბაზარზე, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება

 ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადები, ქვეყანაში აგრესიული, სწრაფი ტესტირების დანერგვა მნიშვნელოვანია. მანვე აღნიშნა, რომ ბაზარზე ტესტირების მომწოდებელი ბევრი კომპანიაა, თუმცა იმისათვის, რომ გადაცდომა არ მოხდეს აუცილებელია ხარისხის შემოწმება.

მანვე აღნიშნა, რომ ამ მიზნის მისაღწევად, მიმდინარეობს ჩინეთთან და სამხრეთ კორეასთან კომუნიკაცია, რადგან ამ მიმართულებიტ მათ მეტი გამოცდილება აქვთ.

"ჩვენ დავაანონსეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აგრესიული ტესტირება. ჩვენ გვაქვს სამთავრობო მოლაპარაკებები კორეასთან და ასევე ჩინეთთან. ვინაიდან ამ ქვეყნებს აქვს საუკეთესო გამოსავალი და გამოცდილება კორონავირუსის ტესტირებასთან.

ძალიან ბევრი მომწოდებელი იმყოფება ბაზარზე, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს შეცდომის დაშვების უფლება, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ტესტების ხარისხის შემოწმება იმისათის, რომ არ გვქონდეს გარკვეული გადაცდომა. რაც შესაძლოა სავალალო იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის. მთავრობას აქვს აღებული სრული პასუხისმგებლობა ადმაიანების მკურნალობაზე გვინდა, რომ დიაგნოსტიკის კომპონენტშიც გვქონდეს მაქსიმალურად მკაფიო გეგმა და უმაღლესი ხარისხი", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics