|
2020-03-19 14:25:22, 1321 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ პირბადეების მასობრივი წარმოება დაიწყოს
„საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დავალებით, ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით დავიწყეთ პროგრამა, რომელიც გულისხმობს რამდენიმე სამკერვალოში ადგილობრივი პირბადეების შეკერვას. ეს პირბადეები დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში", - ამის შესახებ ნათია თურნავამ ფოთში, „აჭარა ტექსტილის" სამკერვალო ფაბრიკაში ვიზიტის დროს ჟურნალისტებს განუცხადა. ეკონომიკის მინისტრმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე მოწერელიასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების სამმართველოს უფროსთან, გელა მგელაძესთან და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ის საწარმო დაათვალიერა, სადაც ადგილობრივი პირბადეების წარმოება დღეიდან დაიწყო. „პირველ ეტაპზე, ეს იქნება დოლბანდიდან დამზადებული პირბადეები, რომელიც პოლიპროპილენის პირბადეებისგან განსხვავებით, საყოფაცხოვრებო პირობებში შეიძლება მრავალჯერ გამოვიყენოთ. ის ირეცხება და მოჰყვება გამოყენების ინსტრუქცია, რომელიც ასევე მომზადებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინებთან. ხოლო უფრო სპეციფიური მოხმარების დროს, მაგალითად, სამედიცინო მუშაკების საქმიანობის დროს, პირბადეები იქნება ერთჯერადი, რადგან იქ საჭიროა უფრო მეტი კონტროლი", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში პირბადეები შეიკერება 10-მდე სხვადასხვა სამკერვალო ფაბრიკაში, რომლებმაც გამოთქვეს პროგრამაში მონაწილეობის სურვილი. „ამ ეტაპზე სახელმწიფო თვითონ ქმნის ამ მარაგს, რადგან ნედლეულის მიწოდება არის გარკვეულ სირთულეებთან დაკავშირებული, თუმცა, ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან ვართ კონტაქტზე და ამ კონტაქტებს ვიყენებთ იმისთვის, რომ შეუფერხებლად მოხდეს დოლბანდის ნედლეულის მოწოდება. ამჟამად საკმარისი მარაგი გვაქვს, რომ პირველი პარტიის დამზადება დაიწყოს და ეს პარტია სახელმწიფოს მიერ გადანაწილებული იქნება იმ მოხელეთა კატეგორიებზე, ვისაც აქვს ყველაზე დიდი შეხება რისკის მატარებელ ჯგუფებთან, ხოლო ამის შემდეგ უკვე პრიორიტეტში გვყავს ის ბიზნესები, სადაც დასაქმებულები მაღალ კონტაქტში შედიან მომხმარებლებთან და ამდენად, რისკი მაღალია. ამის შემდეგ პირბადეები უკვე კომერციულ სექტორში გავა, ოღონდ ფასის კონტროლით", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. მისივე თქმით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ დაიწყოს პირბადეების მასობრივი წარმოება. „ნედლეული გზაშია. მარაგებს ვზრდით და აქედან გამომდინარე, პირბადეები გაყიდვაში მალე გამოჩნდება. რადგანაც ეს არის სახელმწიფო პროგრამა, პირბადეების ფასი იქნება რეგულირებადი", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
პოლიციამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)