|
2020-03-19 11:36:35, 1334 ნახვა
ეკონომიკა
მიხეილ ხიდურელი - OECD - ის კვლევაში საქართველოს ლიდერობა იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის დადებით გამოცდილებაზე სხვები სწავლობენ
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2020" მიხედვით, საქართველომ რეიტინგში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია. საქართველოს შეფასება რეიტინგის 12 კომპონენტიდან 12-ვეში გაუმჯობესდა, ხოლო 12-დან 9 კომპონენტში ქვეყანა უმაღლესი ქულით შეფასდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, აღნიშნულ წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის ეკონომიკის სამინისტროსა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში". „ჩვენი პროგრამები ორიენტირებულია იმ კომპონენტების განვითარებაზე, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის სამეწარმეო უნარების ამაღლება, ბიზნესების ინტერნაციონალიზაცია და რაც ყველაზე მთავარია ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. ამ ყველა კომპონენტში საქართველო ლიდერობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს დადებით გამოცდილებაზე სხვა ქვეყნები სწავლობენ და ყოველთვის სასიხარულო ფაქტია", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა. სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ინდუსტრიული კომპონენტის თანახმად, რომელიც, ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას ითვალისწინებს, 2015 – 2020 წლებში მხარდაჭერილია 359 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 783,2 მლნ ლარს შეადგენს. სულ შეიქმნება 13 ათას სამუშაო ადგილზე მეტი. რაც შეეხება სააგენტოს მიკრომეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტს, მხარდაჭერილია 6,212 პროექტი, თანადაფინანსების სახით გაიცა 46,9 მლნ. ლარზე მეტი, ხოლო დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო მოცულობა 61 მლნ ლარზე მეტია, სადაც ჯამში დაფინანსებულია 9,384 ბენეფიციარი. „მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი" ქვეყნებს 12 კომპონენტის მიხედვით აფასებს, როგორიცაა ინსტუტიციური და მარეგულირებელი გარემო; სამეწარმეო/ოპერაციული გარემო; გაკოტრება და მეორე შანსი; სამეწარმეო სწავლება და ქალთა მეწარმეობა; სამეწარმეო უნარები; მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა; სახელმწიფო შესყიდვები; სტანდარტები და ტექნიკური რეგულაციები; ინტერნაციონალიზაცია; დამხმარე სერვისები მეწარმეობისა და start-up-ებისთვის; ინოვაციები და მწვანე ეკონომიკა.
პოლიციამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)