|
2020-03-18 17:54:11, 1523 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი კორონავირუსის გამოწვევებზე - მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ
საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაწავარიანმა განაცხადა, რომ "მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ". გამოწვევებში კორონავირუსის გავრცელების შედეგად შექმნილ პრობლემებზეა საუბარი. ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ეკონომიკა საკმაოდ მნიშვნელოვანი გლობალური შენელების წინაშე დგას, რაც აისახება საქართველოს ეკონომიკაზეც. როგორც ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, ამ დღეების განმავლობაში გაიმართა ინტენსიური კომუნიკაცია პარტნიორებთან, საერთაშორისო და ორმხრივ დონორ ორგანიზაციებთან, რომლებთან ერთადაც შემუშავდება ეკონომიკის მხარდაჭერის კომპლექსური ღონისძიებები. "ყველაზე დიდ დარტყმას მსოფლიო მასშტაბით, ტურისტული და მასთან მომიჯნავე სექტორები მიიღებენ. ამ კუთხით, საქართველო შედარებით მოწყვლადია, რადგან ეს დარგები ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენენ. გარდა ამისა, ჩვენთვის საკმაოდ ნეგატიური ფაქტორია ნავთობის გლობალური ფასების კოლაფსი. ამან დამატებითი გამოწვევების წინაშე დააყენა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. თუმცა, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ და ჩვენ ამ პროცესში მარტო არ ვართ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)