01:36 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-18 09:53:33, 2522 ნახვა

სამართალი
პოლიციამ გორში მომხდარი ქურდობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ნ.ბ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეაღწია ქალაქ გორში მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაში, საიდანაც ლეპტოპი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ნ.ბ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.პოლიციამ მოპარული ლეპტოპი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს", - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics