|
2020-03-16 12:46:00, 2215 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი შესაძლო, საეჭვო შემთხვევა იმყოფება
„ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება ერთი შესაძლო საეჭვო შემთხვევა, რომლის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შედეგი გვეცოდინება რამდენიმე საათში“, - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, ეს ადამიანი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ქუთაისის აეროპორტიდან გადაიყვანეს. „ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება ორი პიროვნება. მათ შორის ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული. ერთი შესაძლო საეჭვო შემთხვევა, რომლის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შედეგი გვეცოდინება რამდენიმე საათში. პაციენტი მოემგზავრებოდა ერთ-ერთი მაღალი რისკის შემცველი ქვეყნიდან. ის პირდაპირ ქუთაისის აეროპოტიდან გადაყვანილ იქნა ბათუმის საკარანტინო სივრცეში. მას შეხება არ ჰქონია მოსახლეობის ზოგად პოპულაციასთან, არც არავისთან თავისი ჯგუფის გარდა. ყველა კონტაქტი აღწერილია, ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია, ყველაზე მეთვალყურეობა დამყარებულია, თუკი რაიმე საეჭვო მაინც გამოიკვეთება, მაშინვე საჭირო ზომები გატარდება“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)