|
2020-03-15 12:18:11, 1646 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ბიზნესმა უნდა იცოდეს, რომ მთავრობას გააზრებული აქვს ყველაფერი და მზადაა, წარმოდგენილი ზომები გაატაროს
ბიზნესმა უნდა იცოდეს, რომ მთავრობას გააზრებული აქვს ყველაფერი და მზადაა, წარმოდგენილი ზომები გაატაროს, -ამის შესახებ, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში.“ განცხადა. როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია კერძო სექტორს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, რა ღონისძიებებს გაატარებს მთავრობა ეკონომიკის სტიმულირებისთვის. „ბიზნესისთვის საშუალოვადიან პერსპექტივაში ცნობილი უნდა იყოს მთავრობის გეგმების შესახებ, რათა გაურკვევლობა იყოს მინიმალური. მოდით, გადავაგოროთ კრიზისი და მერე ვნახოთ რა იქნება - ასე არ მოხდება. მათ ეცოდინებათ, რომ ექნებათ შეღავათი გადასახადების კუთხით, ასევე ექნებათ მხარდაჭერა ბანკების მხრიდან, ეცოდინებათ, რომ მოხდება ეკონომიკის სტიმულირება. ჩვენ კაპიტალურ ხარჯებს, განსაკუთრებით, რეგიონებისთვის 250-დან 300 მილიონამდე კიდევ გავზრდით. იმ საშუალო და პატარა ზომის კომპანიებმა, რომლებიც რეგიონულ დონეზე მოღვაწეობენ, უნდა იცოდნენ, რომ მათაც ექნებათ საკმაოდ სოლიდური აქტივობები. შესაბამისად, არის ორი აუცილებელი ამოცანა - გავაჩეროთ და სტაბილიზაცია მოვახდინოთ ვირუსის გავრცელების და კერძო სექტორს საშუალოვადიან პერსპექტივაში ვაჩვენოთ, რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ და მათთან შევათანხმოთ“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. კითხვაზე რა მიმართულებით შეძლება გამოყენებულ იქნას ფონდი „ქართუს“ მზაობა, ფინანსურად დაეხმაროს სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო გამოიყენებს ამ მხარდაჭერას. „ფონდი „ქართუ“ რამდენიმე ათწლეულია მოღვაწეობს და ბევრ სხვადასხვა სფეროს დახმარებია. მათი საქველმოქმედო პორტფელი საკმაოდ ფართოა. ამ შემთხვევაში, ეს მზადყოფნაც ძალიან მნიშვნელოვანი დასაფასებელია. ჩვენ მიერ წარმოდგენილი გეგმის განხორციელება, რასაკვირველია, ბიუჯეტიდან მოხდება. დამატებით, საჭიროების შემთხვევაში, რა როლს ითამაშებს ფონდი „ქართუ“ შეიძლება მათთან ერთად შევჯერდეთ“, - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)