14:29 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-14 14:20:27, 2346 ნახვა

კომენტარი
ზურაბ ჭიაბერაშვილი - გადასახადებმა უნდა დაიწიოს და არა გადავადდეს

„საჭიროა, ქონების და საშემოსავლო გადასახადების დაწევა და არა გადავადება, როგორც ეს მთავრობამ გამოაცხადა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ბიზნესმა უნდა იცოდეს, რომ გარკვეული თანხის გადახდა აღარ მოუწევს. სხვაგვარად, ბევრ კომპანიას თანამშრომლების მნიშვნელოვანი შემცირება მოუწევს.

მისი თქმით, საჭიროა, შეღავათები შეეხოს ყველას და არა მხოლოდ ტურიზმის სექტორს. “კრიზისი გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე ტურიზმის სექტორი, თუმცა ახლა ყველაზე ნათლად მისი უმძიმესი მდგომარეობა ჩანს,” - ამბობს ჭიაბერაშვილი.

ჭიაბერაშვილი ეჭვობს, რომ ამჟამინდელი კრიზისი უფრო ხანგრძლივი იქნება, ვიდრე 3 თვე.

„გადასახადების შემცირება გაცილებით დიდ ეფექტს მოგვცემს, ვიდრე უბრალოდ გადავადება. გადასახადების გადავადება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ პრობლემა გადავავადეთ. იძლევა მთავრობა იმის გარანტიას, რომ 3-4 თვის შემდეგ უკეთესი ბიზნეს-გარემო იქნება და კომპანიები მომავალი თვეების გადასახადსაც გადაიხდიან და გადავადებულსაც დაფარავენ?”, - კითხულობს ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, ლარის დევალვაციის ფონზე ფასების კიდევ უფრო მატება გარდაუვალი იქნება. და ამ დროს სამსახურების დაკარგვა მოქალაქეებს, რომელთა უდიდეს ნაწილს დანაზოგი არ აქვს, ქვეყანას ისევ სიღარიბის ზრდით ემუქრება.

ჭიაბერაშვილი წუხს, რომ მთავრობას არაფერი უთქვამს, როგორ აპირებს გაზრდილ ფასებზე და გაზრდილ სიღარიბეზე რეაგირებას. მისი თქმით, “ევროპული საქართველოს” შეთავაზება გაცილებით მეტად ამოასუნთქებს გაცილებით მეტ ადამიანს.

“ევროპული საქართველოს" შეთავაზებული გეგმით:

- საშემოსავლო გადასახადი 20%-დან 17%-მდე უნდა დაიწიოს

- ქონების გადასახადი უნდა განახევრდეს

- საწვავზე აქციზი 25%-ით უნდა შემცირდეს

“ეს მთავრობის მხრიდან “ქამრების შემოჭერას” მოითხოვს. უნდა შემოიჭირონ! ახლა გამოჩნდება, შეუძლიათ თუ არა ამ კრიზისულ სიტუაციაში მაინც იზრუნონ ხალხზე,” - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, ათასობით ქართველი ყოველდღიურად გარეთ გამოდის იმ და მაქსიმუმ მეორე დღის სარჩენი ფულის საშოვნელად. მათთვის სახლში დაჯდომა შიმშილს ნიშნავს.

„ამიტომ ვეუბნებოდით "ქართულ ოცნებას" ამდენი ხანია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა, სამუშაო ადგილების შექმნა, დასაქმება, შემოსავლების ზრდა უნდა იყოს პრიორიტეტი. ახლა მაინც უნდა გადაალაგონ რადიკალურად სახელმწიფო ბიუჯეტი, რომ ქვეყანამ - დასაქმებულმაც და დამსაქმებელმაც, უმუშევარმაც და შედარებით შეძლებულმაც - ამ ყველაფერს გაუძლოს“, - ამბობს ჭიაბერაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics