|
2020-03-13 15:04:11, 1802 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა - ტურისტული ინდუსტრია არის მოლოდინში, რომ კორონავირუსის გამოწვევა გადაივლის და გვთხოვეს გადასახადების გადავადება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ტურისტული ინდუსტრია არის მოლოდინში, რომ რამდენიმე თვეში კორონავირუსის გამოწვევა გადაივლის და ამიტომაც გადასახადების გადახდის გადავადება ითხოვეს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, აღნიშნული გადაწყვეტილებით, ტურისტულ ინდუსტრიას საშუალება ექნება გაუმკლავდნენ ამ რთულ პერიოდს და საკმარისი რესურსი დარჩეთ ინდუსტრიაში. „ჩვენ ვმოქმედებთ მოულოდნელად წარმოქმნილი გლობალური გამოწვევის წინაშე. შესაბამისად, ჩვენი გეგმა არის უფრო მეტად ანტიკრიზისული, რომელიც მიზნად ისახავს ბიზნესის სტიმულირებას, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, ახლა წარმოქმნილ უეცარ გამოწვევას გავუმკლავდეთ. აქედან გამომდინარე, იმისთვის რომ, უფრო ზუსტი და წერტილოვანი გადაწყვეტილება მიგვეღო, დავიწყეთ ბიზნესთან შეხვედრები. მათ შორის, მე, პრემიერ-მინისტრს და ჩვენი გუნდის სხვა წარმომადგენლებს გვქონდა შეხვედრა ტურისტულ ინდუსტრიასთან, სასტუმროებთან და ინდუსტრიის წარმომადგენელ სხვა ორგანიზაციებთან. საკითხი რაც ჩვენს შორის დაისვა იყო არა რაიმეს პატიება, შემცირება ან რაიმე შეღავათი, არამედ ტურისტული ინდუსტრია არის მოლოდინში, რომ რამდენიმე თვეში ეს გამოწვევა გადალახული იქნება. შესაბამისად, მათ გვთხოვეს გადასახადების გადახდის გადავადება. ეს მათ აძლევთ ერთის მხრივ იმის საშუალებას, რომ გაუმკლავდნენ ამ რთულ პერიოდს და საკმარისი რესურსი დარჩეს ამ ინდუსტრიაში და მიმდინარე ხარჯი შეუმცირდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრის თქმით, გადასახადების გადახდის გადასავადებლად განკუთვილი დრო ტურისტულ ინდუსტრიას მისცემს ამოსუნთქვის საშუალებას, რისთვისაც ბიზნესში დარჩება ის რესურსს, რაც სხვა ნორმალურ ვითარებაში ბიუჯეტში შემოვიდოდა. "ტურისტულ ინდუსტრიას ამავდროულად, შეუძლია მოემზადონ იმ მომენტისთვის, რომელიც ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე თვეში დადგება და კვლავ აღდგება ჩვენი ტურისტული ბიზნესის მაღალი განვითარების დინამიკა. ეს იყო მათი თხოვნა და იყო აბსოლუტურად კორექტულად დასმული. ჩვენ ველით, რომ ეს არის დროებითი გამოწვევა. ამ დროს ჩვენ ვაძლევთ მასშტაბური ამოსუნთქვის საშუალებას ბიზნესს და ვტოვებთ ბიზნესში იმ რესურსს, რაც სხვა ნორმალურ ვითარებაში შემოვიდოდა ბიუჯეტში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)