|
2020-03-12 17:35:45, 1713 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება
საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის, დროებითი მოთავსების იზოლატორებში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქვედანაყოფებსა და საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტებში კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დასუფთავდა დროებითი მოთავსების იზოლატორის სრული შიდა და გარე პერიმეტრი, მათ შორის სპეციალური ხსნარებით დამუშავდა საკანი, სამედიცინო პუნქტი, შეხვედრების და ადმინისტრაციის სამუშაო ოთახები. სპეციალური ხსნარებით დამუშავდა ასევე საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის ყველა სტრუქტურულ ერთეული. დასუფთავდა როგორც მოსაცდელი დარბაზები და ექიმ-ნარკოლოგთა ოთახები, ასევე ინვენტარი. დამუშავდა ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის სამუშაო ოთახები, მოქალაქეთა მისაღები, მოსაცდელ ოთახები. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში სპეციალური ხსნარებით დამუშავდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი, და ასევე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციული შენობა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ყველა ფილიალში , ასევე საპატრულო პოლიციის ერთიანი მიმსახურების ცენტრის სამუშაო სივრცეებში. რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების სტრუქტურულ ერთეულბში მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად ჩატარდება.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)