|
2020-03-12 13:59:49, 1691 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად იქნება გადალახული კორონავირუსის პრობლემა
"ვფიქრობ, ყველანი დავრწმუნდით, რაოდენ სენსიტიურია ჩვენი ვალუტა, გაცვლითი კურსი და ზოგადად ფინანსური ბაზარი სხვადასხვა სახის მოლოდინების მიმართ", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შედეგები, ბუნებრივია, აისახება გლობალურად ეკონომიკაზე, ვაჭრობასა და საფინანსო ბაზრებზე. როგორც იცით, გუშინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. მისი თქმით, ლარი არ არის რეგიონში ერთადერთი ვალუტა, რომელიც უფასურდება შექმნილი ვითარების ფონზე. ნათია თურნავას განცხადებით, თუ ჩვენს რეგიონს გადავხედავთ, რუსული რუბლი 17%-ით გაუფასურდა, რაზეც გავლენა იქონია სანავთობო ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ, ასევე ამ ეტაპისთვის 3%-ით გაუფასურდა თურქული ლირა. „შესაბამისად, ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე ეს არის პირველ რიგში, ნეგატიური მოლოდინების გარკვეულწილად, სპეკულატიური მოკლევადიანი ზეგავლენა. რა თქმა უნდა, ნეგატიურ მოლოდინებს აქვს თავისი საფუძველი, რადგან მსოფლიოში პანდემიაა გამოცხადებული. თუმცა, ისევ და ისევ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად სწრაფად იქნება გადალახული კორონავირუსის პრობლემა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას განცხადებით, თუ კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მზადყოფნასა და მზაობაზე ვისაუბრებთ, საქართველო ამ გამოწვევას ძალიან მყარი და ჯანსაღი ეკონომიკით ხვდება. „იანვრის შედეგებს შეგახსენებთ - უპრეცედენტო 19 პროცენტით გაიზარდა ტურიზმი, მზარდი იყო ექსპორტის მაჩვენებლებიც. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ დინამიკა დაიკლებს და თებერვალში უკვე იყო ტურისტების კლება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხიდან გამომდინარე, ეს იყო ჩვენი ერთობლივი, შეთანხმებული, თუმცა დროებითი პოლიტიკის შედეგი. ასე რომ, ეს არის ფაქტორი, რომელიც დღეს ობიექტურად ზემოქმედებს, რადგან ტურიზმიდან შემოსავალმა იკლო, მაგრამ ამაზე ძალიან კარგი პასუხი იქნება ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ვფიქრობთ, გარკვეულ ოპტიმიზმსა და სიმყარეს შემატებს ბიზნეს მოლოდინებს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)