18:10 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-12 11:47:02, 1427 ნახვა

საზოგადოება
პაატა იმნაძე - მთავრობამ შესაძლოა დიდი თავყრილობები აკრძალოს, პირველ რიგში, ეს არის ასკაციანი ქორწილები, ქელეხები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, წინასწარ უნდა მოვემზადოთ, რადგან მთავრობამ შესაძლოა დიდი თავყრილობები აკრძალოს, პირველ რიგში, ეს არის ასკაციანი ქორწილები, ქელეხები.

მისი თქმით, აღნიშნული შეზღუდვების დაწესება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე.

„მაგალითად, ეს არის პირველ რიგში, ასკაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის შეზღუდვა  ჩვეულებრივი ცხოვრების წესის, მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს შესაძლოა, გასაკეთებელი გახდეს. ამიტომ, ამისთვის ყველა წინასწარ უნდა ვიყოთ მომზადებული, რომ დიდი თავყრილობები შესაძლოა, მთავრობამ აკრძალოს. ყველაფერი სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ არ გვინდა მივიდეთ ისეთ სიტუაციამდე , როგორთანაც მივიდა ზოგიერთი ევროპული ქვეყანა და მერე გამოაცხადეს ასეთი ღონისძიებები. ყველაფერი დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარებაზე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics