05:34 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-11 17:00:25, 2556 ნახვა

რეგიონი
კორონავირუსთან დაკავშირებით, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტის მერებთან შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ბესიკ ამირანაშვილმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებთან კორონავირუსთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.

სამუშაო შეხვედრაზე სახელმწიფო რწმუნებულმა, მერებისგან მიიღო ინფორმაცია სადეზინფექციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება.

სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება სკოლები და სკოლამდელი დაწესებულებები, ადმინისტრაციული შენობები, პარკები , სკვერები და საზოგადოების თავშეყრის ადგილები.

შეხვედრაზე რეგიონებში 2020 წლისთვის დაგეგმილი და განსახორციელებელი პროექტები განიხილეს, იმსჯელეს პრიორიტეტულ მიმართულებებზეც.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics