|
2020-03-10 13:50:06, 1486 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დასაფინანსებლად განცხადებების მიღება დაიწყო
თბილისის მერიამ ახალი პროგრამის – „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ ფარგლებში, შესაბამისი დოკუმენტების მიღება დაიწყო. პროგრამა გაფანტული სკლეროზის (G35) დიაგნოზის მქონე 15–დან 60 წლის ჩათვლით პირებისთვის, სამკურნალო ძვირადღირებული მედიკამენტების „ოკრელიზუმაბისა“ და „ფინგოლიმოდის“ დაფინანსებას ითვალისწინებს. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად დაუფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა პირს – 80%-ით. დედაქალაქის მერია მიმდინარე წელს, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 180 ბენეფიციარის დაფინანსებას გეგმავს. პროგრამაში ჩასართავად და მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, მოქალაქემ განცხადებით უნდა მიმართოს თბილისის მერიას. განცხადებას უნდა ერთვოდეს: 1. პროგრამით მოსარგებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (დაბადების მოწმობა/პასპორტი/იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობა) ქსეროასლი; 2. თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (საინფორმაციო ბარათი); 3. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა, რომელიც არაუმეტეს ორი თვით ადრე იქნება გაცემული (ცნობა უნდა მოიცავდეს რადიოლოგის დასკვნას, მაკდონალდის სადიაგნოზო კრიტერიუმების შესაბამისად მკურნალი ექიმის მიერ დასმულ დიაგნოზს, სადაც კურცკეს უნარშეზღუდულობის სკალით შეფასებული მდგომარეობა არის 0-დან 6 ქულის ჩათვლით. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, თავზურგტვინის სითხის ანალიზის შედეგებს); 4. განცხადებით მიმართვამდე არაუმეტეს ერთი თვით ადრე გაცემული კონსილიუმის დასკვნა, რომელიც შესაბამისი პროფილის სხვადასხვა კლინიკის არანაკლებ სამი ლიცენზირებული ექიმის, მ.შ. ფორმა №IV-100/ა-ს გამცემი ექიმის ხელმოწერით და ბეჭდით იქნება დამოწმებული; 5. კალკულაცია მიმწოდებელი ორგანიზაციიდან, რომელსაც მოქალაქე თავად ირჩევს – შპს „პსპ ფარმა“; სს „გეფა“ და შპს „ავერსი ფარმა“. მოქალაქე საგარანტიო წერილს მერიაში დოკუმენტების შემოტანიდან რამდენიმე დღეში მიიღებს. წლიური მატერიალიზებული ვაუჩერის ღირებულება 24 000-მდე ლარია.
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)