|
2020-03-10 13:15:38, 2439 ნახვა
სამართალი
ნაზი ჯანეზაშვილი - პარლამენტის მიერ არჩეულ არც ერთ მოსამართლეს სასამართლო სისტემის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია არ გააჩნია
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, პარლამენტის მიერ არჩეულ არც ერთ მოსამართლეს სასამართლო სისტემის ხელმძღვანელობის ლეგიტიმაცია არ გააჩნია. მისი თქმით, კონსულტაციებს, რომლის ფორმატიც არ არის განსაზღვრული, ოფიციალური დატვირთვა ვერ ექნება. „დამერწმუნეთ, რომ ერთსაათიან კონსულტაციებს, რომელსაც დღის წესრიგიც კი არ აქვს და ფორმატიც კი არ არის განსაზღვრული, ვერ ექნება ვერანაირი ოფიციალური და სერიოზული დატვირთვა, ეს არის მხოლოდ იმისთვის, რომ შენიღბონ თავისი მზაკვრული გეგმები და თითქოს ჩართულობა აჩვენონ იმ მოსამართლეებს, რომლებიც არიან უზენაეს სასამართლოში, თითქოს ისინი ამ პროცესში არიან მონაწილეები. არც ერთ იმ მოსამართლეს, რომელიც დეკემბერშია არჩეული საქართველოს პარლამენტის მიერ არ აქვს ლეგიტიმაცია და უფლება იმისა, რომ ან იყვნენ მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში ან რომელიმე მათგანმა უხელმძღვანელოს სასამართლო სისტემას და იყოს სამართლიანობის სახე“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. ცნობისთვის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით დღეს უზენაეს სასამართლოში კონსულტაცია გაიმართება.
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)