|
2020-03-09 17:18:15, 2509 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი გიგი უგულავაზე - თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, შეწყალების აქტი მიღებული იქნება
„თუ მე ჩავთვლი, რომ შეწყალება უნდა შედგეს, შეწყალების აქტი მიღებული იქნება“, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას შეწყალების საკითხს ჟურნალისტებთან საუბრისას. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომელიც მიღებული იქნა ამ წელს და რაც უნდა იყოს მოთხოვნა, ამ წესების მიხედვით იქნება განხილული. „ეს არის მართლაც როგორც საზოგადოებისა და ქვეყნის გამარჯვება ქვეყნის დემოკრატიისთვის, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ უკან არ გადაგვიდგამს არც ერთი ნაბიჯი, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც ყველასთვის არის სასიხარულო. რაც შეეხება შეწყალების თემას, შეწყალება ექვემდებარება წესებს, რომელიც მიღებული იქნა ამ წელს. რაც უნდა იყოს მოთხოვნა, განხილული იქნება ამ წესების მიხედვით. ყველა მოთხოვნას მივიღებ, წავიკითხავ, ვნახავ, გავეცნობი და თუ საჭიროა შეწყალება და თუ მე ჩავთვლი, რომ ეს არის დისკრეციული უფლება რომ შეწყალება უნდა შედგეს, იქნება შეწყალების აქტი. არ არსებობს ამ ქვეყანაში ცალკე ადამიანები, რომლებზეც ვრცელდება ცალკე რეგულაციები. ყველა მოქალაქისთვის არის იგივე რეგულაცია და ყველა მოქალაქემ ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მიმართოს პრეზიდენტს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)