|
2020-03-09 16:13:19, 2137 ნახვა
პოლიტიკა
გიგი წერეთელი - შეთანხმება მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ახლა გადამწყვეტია მისი დროულად შესრულება
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გიგი წერეთელის განცხადებით - ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმება ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნისთვის და პოლიტიკური პროცებისთვის განსაკუითრებით წინასაარჩევნო პერიოდში. მისი თქმით, მონაწილე მხარეების კონსტრუქციულობა აღსანიშნავია და განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით იმ ელჩებს და დიპლომატებს ვინც მედიაციას უწევდა აღნიშნულ შეხვედრებს. ორი მთავარი საკითხის მოგვარება რაც უკავშირდება ერთის მხრივ - საკანონმდებლო ცვლილებს შეთანხმებული პროპორციების დაკანონებისთვის კონსტიტუციაში და მეორეს მხრივ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეწყვეტას, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების განთავისუფლებას რისი ლეგიტიმური მექანიზმებიც არსებობს - სწორედ ეს ამოცანა დგას ხელისუფლების წინაშე, რომელმაც უმოკლეს ვადებში უნდა მოახერხოს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, ოპოზიციური პარტიები ამ პროცესს მაქსიმალურად ხელს შეუწყობენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)