|
2020-03-09 14:51:37, 2800 ნახვა
ეკონომიკა
ბარელი ნავთობის ფასი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და ერთ ღამეში 14 დოლარით გაუფასურდა
დღეს ნავთობის ფასი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა და ერთი ბარელის ღირებულება 29 დოლარამდე დავიდა. - კრიზისი მას შემდეგ განვითარდა, რაც ოპეკმა და რუსეთმა ვერ შეძლეს ნავთობის მოპოვების შემცირების შესახებ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება. ერთ ღამეში 8-9 მარს ერთი ბარელი ღირებულება 14 დოლარით შემცირდა. როგორც CNN, იუწყება, ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა, რუსეთის ხელისუფლების ბრალია, რომელსაც არ უნდა წარმოების შემცირება და ვერ მოახერხა ოპეკთან მოლაპარაკება. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ მოიპოვებს იმდენ ნავთობს, რამდენსაც თავად ჩათვლის საჭიროდ. ოპეკი კრემლთან დიალოგს მარტის დასაწყისიდან აწარმოებდა. საუდის არაბეთი დღე-ღამეში ნავთობის მოპოვების 1,7 მილიონი ბარელით შემცირებას მოითხოვდა, თუმცა წინადადებას რუსეთი არ დათანხმდა. ამგვარად, ჩაიშალა 2016 წლის შეთანხმებაც და ნავთობის მოპოვებაზე მანამდე არსებული ლიმიტებიც. გარიგების ჩავარდნიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვების გაზრდას აპირებს. ამჟამად, საუდის არაბეთი დღე-ღამეში 9,8 მილიონ ბარელ ნავთობს მოიპოვებს, როგორც ცნობილია, ეს მაჩვენებელი უახლოეს მომავალში შესაძლოა 12 მილიონ ბარელამდე გაიზარდოს.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)