03:31 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-09 14:28:18, 3597 ნახვა

მსოფლიო
2014 წელს უკრაინაში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე სასამართლო წარმოება დაიწყო

ჰააგაში მალაიზიური ბოინგის MH17 უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოვარდნის საქმეზე სასამართლო წარმოება დაიწყო. სასამართლომ ინტერესიდაგ გამომდინარე, მეტი ტევადობის შენობა 1 წლით დაიქირავა. სხდომას ესწრებიან დაზარალებული სტატუსის მქონე ოჯახები.

გამოძიებამ უკვე დაადგინა, რომ რუსული წარმოშობის Bukh Telar რაკეტა რომლითაც სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, კურსკიდან, რუსეთის 53-ე საჰაერო სარაკეტო ბრიგადიდან გაისროლეს.

შეგახსენებთ, რომ ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით მფრინავი მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავი MH17 აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საზღვართან რაკეტით 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. ბორტზე 298 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი იმყოფებოდა.

თვითმფრინავი 10 000 მეტრ სიმაღლეზე მიფრინავდა, როდესაც რაკეტამ ააფეთქა. დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი.

ივნისში ჰოლანდიელი გამომძიებლებით დაკომპლექტებულმა გუნდმა განაცხადა, რომ 2014 წელს უკრაინაში მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი ოთხი პირი გამოავლინეს. ბრალდებულებიდან სამი რუსია - იგორ გირკინი, სერგეი დუბინსკი და ოლეგ პულატოვია, ხოლო ერთი უკრაინელი ლეონიდ ხარაჩენკო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics